გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარითემა
არჩილ სულაკაურის მოთხრობა „ბიჭი და ძაღლი
სწავლების საფეხური
საფეხური/ V კლასი
საგანი\პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე
გაკვეთილისაქტუალობა
მოსწავლეებში მაღალზნეობრივი ღირებულებების გამომუშავებარაცდაეხმარება მათ ერთმანეთთან ჯანსაღი ურთიეთობებისჩამოყალიბებასა და კონფლიქტების მოგვარებაში.
გაკვეთილის მიზნებიდა შედეგები
სსსმ მოსწავლეების მიზნები და შედეგი
ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობა პერსონაჟთაურთიეთობებზე დაკვირვებით.
ზეპირმეტყველებისა და არგუმენტირებული მსჯელობისუნარის განვითარება.
წერის უნარის განვითარება.
ჯგუფებში მუშაობის ჩვევების განმტკიცება.
შედეგი: მოსწავლე კითხულობს მხატვრულ ნაწარმოებს და ავლენსკითხვის პროცესით გამოწვეული შთაბეჭდილების გადმოცემისუნარსუკავშირებს მას პირად გამოცდილებას.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
გამოხატავს უშუალო ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზედაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან,პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს.
საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად იშველიებსლიტერატურულ ტექსტებსრეალურ ფაქტებს,მაგალითებს პირადი ცხოვრებიდან [ასოციაციურადუკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა და რეალურმოვლენას].
მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსადა ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.
ადარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულვერსიას.
შედეგიმოსწავლე წერის პროცესში იყენებს პიროვნულ დაშემოქმედებით გამოცდილებასავლენს მხატვრული წარმოსახვისუნარს.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
საკუთარი განცდისშთაბეჭდილების გადმოსაცემადირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას.
დათ  - საწერი საშუალებებით წყვეტილების შემოხაზვა,ანბანის 10ასოს გამოცნობა, მარტივი და კონკრეტულ კითხვებზეპასუხი,კომპიუტერთან მარტივი დავალებების შესრულება,
- მარტივი სიტყვების გადა წერა დაფიდან,ორ და სამ მარცვლიანი სიტყვების წაკითხვა,დასმულ კითხვებზეპასუხი,მსჯელობაში მონაწოილეობა და საკუთარი აზრის გამოთქმა.
დათო შეძლებს:
1. არჩევს ფერს, აფერადებს ძაღლს,
2. პასტით ,დაწერტილებული სიტყვებისძაღლი“,“ბიჭიშემოხაზვას.
3. კითხვებზეპასუხი:ავტორის,მოთხრობის გმირების დასახელებას,
4. ძაღლის და ბიჭის თვისებებზე საუბარს,
5. დადებითი და უარყოფითი გმირების ამოცნობა-დასახელებას,
6. კომპიუტერთან გრამატიკულ ტესტში პასუხის გაცემას.
ატა შეძლებს:
1. აღიქვას ძაღლი, როგორც შინაური ცხოველი, იცის, რომ ის სახლს დარაჯობს;
2. აირჩიოს ფერი, აყოლებს კონტურს, მისი ნამუშევარი წინა დავალებებისაგან უკეთესია.
3. უცნობი სიტყვების დაფიდან გადაწერას,
4. მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას,
5. ბიჭის და მეტოქეების დახასიათებას;
6. ნაგაზის და ფინიების დახასიათებას.
სასწავლო რესურსები
მოსწავლეთა ნამუშევრებიდაფაცარციჭიკარტები.
უცხო სიტყვათა თვალსაჩინოება.
კომპიუტერიპროექტორიმასწავლებლის ელექტრონულიპრეზენტაცია.
მოკლემეტრაჟიანი მხფილმი “ბიჭი და ძაღლი“ 
გაკვეთილისმსვლელობა დამენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1. 3 წთმისალმებასამუშაო განწყობის შექმნა.
კითხვა თაკოს - რა გვქონდა გაკვეთილად?
კითხვა დათოს - რა გვქონდა საშინაო დავალებად?
მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია კლასში წინა გაკვეთილის მიხედვით(საშინაო დავალება)
აქტივობა 2. 2 წთახალი გაკვეთილის - „ბიჭი და ძაღლის“ - თემისა დამიზნების გაცნობა.
აქტივობა 3.3 წთვაჩვენებთ ძაღლის სურათს და ვსვამთ კითხვას - რა თვისებები გააჩნია ძაღლს და პარალელურად ვრთავთ დათო და თაკოს(აბა რომელს გყავთ ძაღლი სახლში?).
სსსმ ბავშვების ძაღლზე პოზიტიური რეაქციის შემთხვევაში დათოს ვაძლევთ ქათმის სურათს და ვთხოვთ გააფერადოს, ამასთან ვაძლევთ განმარტებას, რომ ქათმების დასაცავად აუცილებელია ძაღლის ყოლა.
თაკოს, რადგანაც განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია არაფერზე, ვაძლევთ ნებისმიერი ცხოველის ან ფრინველის სურათს გასაფერადებლად.
აქტივობა 4. 15 წთ. - კლასს ვყოფთ 3 გუნდად და ვაკითხებთ მოცემულ ტექსტს(გუნდებმა თვითონ გაიყონ აბზაცები და ისე წაიკითხონ).
თან ახსნიან უცნობ სიტყვებს.
აქტივობა 5. 3 წთმასწავლებელი ერთვება და საუბრობს არჩილ სულაკაურის შესახებ.
აქტივობა 6. 2 წთ. - გამამხნევებელი ვარჯიში.
გაკვეთილის B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 1. 5 წთ _ კითხვა––პასუხიმუშაობა კლასთან
დისკუსიის დროს მოსწავლეები მსჯელობენ მასწავლებლის მიერდასმული კითხვების მიხედვითპასუხისას იმოწმებენ ტექსტს.იყენებენ მათ მიერ შესრულებულ დახასიათების სქემებს დაპერსონაჟთა ფრაზებსიხსენებენ მათ მიერ გამოთქმულ ვარაუდებს.
სავარაუდო კითხვები:
დათოს - დაასახელე მოთხრობის ავტორი.
თაკოსდაასახელე მოთხრობის გმირი.
1. დაახასიათეთ ბიჭი, რა განწყობით მიდიოდა ის სკოლაში?
2. თქვენი აზრით - რა იყო ბიჭის უხალისობის მიზეზი?
3. დაახასიათეთ ბიჭის მეტოქეები.
4. რა საერთო აქვთ ბიჭს და ძაღლს?
ვრთავთ სსსმ მოსწავლეებს:
დათოს- დათო, აბა შენ რა კითხვა გაგიჩნდა, ნანახისა და მოსმენილის მიხედვით.
თაკო - თაკო, რა გაიგე მეგობრების წაკითხულიდან?
ვაგრძელებთ სხვა მოსწავლეებთან კითხვის დასმას:
5. როგორი დამოკიდებულება გამოავლინა ბიჭმა ძაღლის მიმართ, დაამტკიცეთ ფრაზებით.
6. გამოთქვით საკუთარი აზრი - ვის და რას გაურბის ბიჭი?
7. რატომ იხსნა ბიჭმა მაწანწალა ძაღლიბადისაგან“?
8. რას შეადარა ბიჭმა ჯაჭვით დაბმული წისქვილები?
9. რატომ იყო ბიჭი თავის ტოლებთან კონფლიქტში და რატომ გაუმართა დახმარების ხელი ძაღლს?
მოსწავლეები მსჯელობენ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით და აფიქსირებენ საკუთარ აზრს, იკვეთება პრობლემა - კონფლიქტი.
მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ბიჭის ქცევისადმი
აქტივობა 2. 5 წთგრამატიკულ მასალაზე მუშაობამასწავლებელი უჩვენებს სლაიდშოუთი შემდეგი რთული სიტყვების მართლწერას: თავზეხელაღებული, ჩხუბისთავები, შავგრემანი, მაყვლისფერი, გზაჯვარედინი, ერთიმეორეზე.
აქტივობა 3. 3 წთ ინდივიდუალური მუშაობამოსწავლეებსვთავაზობდაუკავშირონ მხატვრული მონათხრობი რეალურცხოვრებას და გაიხსენონ მომენტები პირადი ან ახლობელთაურთიერთობიდანროგორ მოუგვარებიათ ან რატომ ვერმოუგვარებიათ კონფლიქტები.
დათოს და თაკოს ვაძლევთ წინასწარ გამზადებულ ბარათებს, რომლებზეც გამოსახულია სიტყვები - „ძაღლი“, „ ბიჭი“. თაკომ გადაიწეროს ეს სიტყვა, დათომ სიტყვას შემოაყოლოს კონტური ფანქრით ან შემოხაზოს ნაცნობი ასო-ბგერები.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია (შეჯამება). 3 წთ.
რა ვიცოდი, რა გავიგე და რა მინდა ვიცოდე (ჩავრთავთ დათო და თაკოსაც)
აქტივობა . 2 წთ. შეფასება - კლასს აფასებს ჯგუფურად და ქულებით ცალ-ცალკე. ითვალისწინებს პრაქტიკულ მუშაობას, მსჯელობას კლასში, პრეზენტაციას, კორექტულობას.
აქტივობა 2 წთსაშინაო დავალება.
გაკვეთილი მოყოლით
უცნობ სიტყვებზე წინადადებების შედგენა
გეგმის შედგენა გაკვეთილის შესახებ
დავალება დათოს - მოიპოვოს ინფორმაცია მამის მეგობრებიდან ვის რა ჯიშის ძაღლი ჰყავს.
დავალება თაკოს - დაახასიათოს ნაგაზის ჯიშის ძაღლი.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога